თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერი აცხადებს, რომ თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ წვრთნებს ატარებენ
თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერი აცხადებს, რომ თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ წვრთნებს ატარებენ

თურქეთი, საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ წვრთნებს ატარებენ. ამის შესახებ თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ზექი აკთურქმა ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.

თურქეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის თქმით, სამხედრო წვრთნებში თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამძებრო-სამაშველო ქვედანაყოფები მონაწილეობენ.

აკთურქის განცხადებით, სწავლების მიზანი ქვედანაყოფების მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების გაძლიერებაა.