თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – ენერგეტიკულ დერეფნებში თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას
ენერგეტიკულ დერეფნებში თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს თანამშრომლობას, – ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალპარსლან ბაირაქტარი სოციალურ ქსელში წერს.
ბაირაქტარის თქმით, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრაში.
„მონაწილეობა მივიღე შეხვედრაში, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან გამართა.
ენერგეტიკულ დერეფნებში თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მე მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ენერგომომარაგების უსაფრთხოებას“, – წერს თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.
Cumhurbaşkanımız Sayın @RTErdogan’ın, Gürcistan Başbakanı Sayın Irakli Kobakhidze ile gerçekleştirdiği görüşmeye refakat ettik.
Türkiye ile Gürcistan’ın enerji koridorlarındaki stratejik rolünden hareketle bölgesel enerji arz güvenliğine katkı sağlayan iş birliğimizi daha ileri… pic.twitter.com/LNOr6f8G8I
— Alparslan Bayraktar (@aBayraktar1) April 17, 2026