თურქეთის ელჩი – მოხარული ვარ, რომ მაკა ბოჭორიშვილმა რთველში მოგვიწვია, საქართველო ცნობილია ღვინის წარმოებით, მნიშვნელოვანია, ღვინის მწარმოებლებს გავესაუბროთ, გავიგოთ მათი გამოწვევები
საქართველოში თურქეთის ელჩის მუსტაფა თუექერ არის განცხადებით, მოხარულია, რომ კახეთში დიპლომატების ტრადიციულ რთველში მონაწილეობს.
მისი თქმით, დიპლომატიური რთველი ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა, რისთვისაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს მადლობას უხდის.
„ძალიან მადლობელი ვიცე-პრემიერის, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილის. ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა და მიხარია, რომ ამ ტრადიციის ნაწილი ვარ. რამდენიმე წუთის წინ ყურძენიც დავკრიფეთ — ეს საფერავია. ვიცი, რომ საქართველო ძალიან ცნობილია ღვინის წარმოებითა და ექსპორტით. ეს ძალიან არაფორმალური შეხვედრაა და მნიშვნელოვანია, რომ ღვინის მწარმოებლებს გავესაუბროთ, გავიგოთ მათი გამოწვევები, როგორ აწარმოებენ ღვინოს, როგორ უვლიან ვენახს და, რაც მთავარია, როგორ განსაზღვრავენ ყურძნის კრეფისთვის ზუსტად შესაფერის დროს.
ახლა, რამდენიმე წუთში ვნახავთ, როგორ მზადდება ღვინო და, განსაკუთრებით, როგორ ხდება ყურძნის დაწურვა. ყურძენი ძალიან წვნიანია. სხვათა შორის, კრეფისას რამდენიმე მარცვალიც შევჭამე — ძალიან კარგი ხარისხის და ძალიან გემრიელია. მიხარია, რომ აქ ვარ. ვფიქრობ, ბუნებასთან სიახლოვე ძალიან კარგია ელჩებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის. მოხარული ვარ, რომ ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა დღეს აქ მოგვიწვია“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.