თურქეთის დაზვერვამ კოსოვოში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ექვსი წევრი დააკავა
თურქეთის დაზვერვამ კოსოვოში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ექვსი წევრი დააკავა

თურქეთის დაზვერვამ კოსოვოში ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ექვსი წევრი დააკავა. თურქული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია კოსოვოს სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობით ჩატარდა და დაკავებულები თურქეთში არიან გადაყვანილი.

თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოპერაციის დროს დაკავებული გიულენის მომხრეები ბალკანეთის ქვეყნებში მოქმედებდნენ და ორგანიზებას უწევდნენ თანამოაზრეების თურქეთიდან ევროპასა და აშშ-ში გაქცევას.

თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ცნობილ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენსა და მის მომხრეებს ადანაშაულებს. არეულობას მაშინ თურქეთის 240-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, 2 000-ზე მეტი კი დაშავდა. აშშ-ში მყოფი გიულენი ბრალდებებს უარყოფს.