თურქეთიდან საქართველოში ახალი მატარებლით პირველი სატვირთო რეისი შესრულდება

07:24, 23.07.2019

თურქეთიდან საქართველოში ახალი მატარებლით დღეს პირველი სატვირთო რეისი შესრულდება.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ცერემონიაში კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე მიიღებს მონაწილეობას.

ხუთვაგონიანი შემადგენლობა ერზერუმთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით იმოძრავებს.

ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. აღნიშნული რკინიგზით მგზავრთა გადაყვანაც იგეგმება.

მსგავსი