თურქეთიდან საქართველოში ახალი მატარებლით ხვალ პირველი სატვირთო რეისი შესრულდება

19:42, 22.07.2019

თურქეთიდან საქართველოში ახალი მატარებლით ხვალ პირველი სატვირთო რეისი შესრულდება.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ცერემონიაში კომპანიის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე მიიღებს მონაწილეობას.

ხუთ ვაგონიანი შემადგენლობა ერზერუმთან მდებარე ლოგისტიკური ცენტრიდან, ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალით იმოძრავებს.

ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალი ამ ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. აღნიშნული რკინიგზით მგზავრთა გადაყვანაც იგეგმება.

მსგავსი