თურქეთი სირიაში კონტრტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად ინტენსიურად ემზადება
თურქეთი სირიაში კონტრტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად ინტენსიურად ემზადება

თურქეთი სირიაში კონტრტერორისტული ოპერაციის ჩასატარებლად ინტენსიურად ემზადება. სირიის სასაზღვრო ზონაში ჯარების შემოწმების დროს, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ქალაქ მანბიჯთან და მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ ტერიტორიებთან დაკავშირებით, გეგმის შემუშავება უკვე დასრულებულია.

ჰულუსი აკარის თქმით, თურქეთი მოწოდებულია, აღმოფხვრას ტერორიზმი ნებისმიერ ადგილას.

„ჩვენ სირიაში არ გვაქვს პრობლემები ჩვენს ქურთ ძმებთან, არაბ ძმებთან, თურქმენებთან ან სხვა რელიგიურ თუ ეთნიკურ ჯგუფთან. ჩვენი ერთადერთი სამიზნე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს, „ქურთისტანის მუშათა პარტიისა“ და ქურთული „სახალხო დაცვის შენაერთის“ ტერორისტები არიან“, – აღნიშნა თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

თურქეთმა სირიაში 2016 წლის შემდეგ ორი სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით, „ევფრატის ფარი“ და „ზეთისხილის რტო“ ჩაატარა.