თურქეთი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ ქალაქ დუმაში მომხდარი ინციდენტი
თურქეთი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ ქალაქ დუმაში მომხდარი ინციდენტი

თურქეთი საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ რა მოხდა სირიის დუმაში, სადაც სავარაუდო ქიმიურ თავდასხმას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქეთის სამთავრობო სპიკერის, ბექირ ბოზდაგის განცხადებით, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ დუმაში ქიმიური იარაღი ნამდვილად გამოიყენეს.

ვიდრე საერთაშორისო ორგანიზაციები იმის დადგენას ცდილობენ, ნამდვილად მოხდა თუ არა ქიმიური იარაღით თავდასხმა, სირიის სამედიცინო დახმარების ჯგუფები აცხადებენ, რომ ამ დროისთვის დაზუსტებულია ინფორმაცია სულ მცირე 60 გარდაცვლილის შესახებ. მათივე თქმით, დაშავებულია კიდევ 1000-ზე მეტი ადამიანი.

სირიის ოპოზიციური ძალები მომხდარში სირიის მთავრობას ადანაშაულებენ, რომელმაც პარასკევს დუმაზე შეტევა დაიწყო. დუმა აღმოსავლეთ ღუტას ბოლო ქალაქი იყო, სადაც აჯანყებულები კიდევ რჩებოდნენ.