თურქეთი რუსულ საჰაერო თავდაცვით კომპლექს „S-400”-ს შავი ზღვის სანაპიროზე გამოცდის

01:49, 16.10.2020
FILE PHOTO: A new S-400 "Triumph" surface-to-air missile system is shown after its stationing at a military base outside the town of Gvardeysk near Kaliningrad, Russia, March 11, 2019. REUTERS/Vitaly Nevar/File Photo

თურქეთი რუსულ საჰაერო თავდაცვით კომპლექს „S-400“-ს შავი ზღვის სანაპიროზე გამოცდის. როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, საცდელი სროლა 16 ოქტომბერს შედგება.

თურქეთმა უკვე გაავრცელა ოფიციალური შეტყობინება, რომ შავი ზღვის აკვატორიაში, თურქეთის სანაპიროს სიახლოვეს, საჰაერო სივრცეში გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.

შეტყობინებაში საუბარია ქალაქ სინოპთან ახლოს მდებარე ზონაზე, სადაც რადარის გამოცდა და საცდელი გასროლაა დაგეგმილი.

აღსანიშნავია, რომ თურქეთმა შარშან უკვე გამოსცადა რუსული საჰაერო თავდაცვითი კომპლექსები. ანკარამ „5-400“-ები 2017 წელს შეიძინა, რასაც აშშ-ის კრიტიკა მოჰყვა.

მსგავსი