თურქეთი მარტიდან შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქებას გეგმავს
თურქეთი მარტიდან შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქებას გეგმავს

თურქეთი მარტიდან შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქებას გეგმავს.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მარტში ქვეყანა თანდათან ნორმალიზაციის ეტაპზე გადავა. მისი თქმით, კარანტინი, რომელიც ქვეყანაში დეკემბრიდან მოქმედებს, პროვინციებში არასამუშაო დღეებში ინფიცირების შემთხვევების მიხედვით, თანდათან მოიხსნება.

„რესტორნებისა და კაფეების გახსნის სამოქმედო გეგმა მომავალ კვირას გამოქვეყნდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლება ქვეყნის პროვინციებს ოთხ კატეგორიად დაყოფს, რომელიც ინფიცირებისა და ვაქცინაციის მაჩვენებლით განისაზღვრება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში „კოვიდ-19“-ის 7 325 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 7 209 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 86 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით, კრიტიკულ მდგომარეობაში 1 193 პაციენტი იმყოფება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ 2.6 მილიონს გადააჭარბამათგან 2,49 მილიონი გამოჯანმრთელდა. პანდემიამ 27 738 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.