თურქეთი ესტონეთსა და რუმინეთში საჰაერო პატრულირებისთვის ავიაგამანადგურებლებს განათავსებს
თურქეთი ესტონეთსა და რუმინეთში საჰაერო პატრულირებისთვის ავიაგამანადგურებლებს განათავსებს

თურქეთი ესტონეთსა და რუმინეთში საჰაერო პატრულირებისთვის ავიაგამანადგურებლებს განათავსებს.

როგორც ქვეყნის თავდაცვის უწყების ვებგვერდზეა განმარტებული, ეს ნატო-ს საჰაერო პატრულირების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში მოხდება.

მათივე ცნობით, ავიაგამანადგურებლები ჯერ – ესტონეთში ოთხთვიანი ვადით, აგვისტოდან ნოემბრამდე, შემდეგ კი რუმინეთში დეკემბრიდან 2027 წლის მარტამდე განლაგდება.