თურქეთი ერთდროულად სამ ზღვაში მასშტაბურ სამხედრო წვრთნას მართავს

10:59, 27.02.2019

თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო-საზღვაო წვრთნას სახელწოდებით „ცისფერი სამშობლო 2019“ მართავს.

ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ტელეკომპანია „ტე-ერ-ტე“ ავრცელებს.

სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს შავ, ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებში. სწავლებაში 103 სამხედრო გემი მონაწილეობს. წვრთნა რამდენიმე ეტაპისგან შედგება და 5 მარტს დასრულდება.

თურქეთის ხელისუფლების ცნობით, სწავლების მიზანს სამხედრო-საზღვაო ძაების მზადყოფნის გაძლიერებაა. ამას გარდა, თურქეთში აღნიშნავენ, რომ წვრთნებისთვის მოსამზადებელი ექვსთვიანი პერიოდი შეესაბამებოდა წვრთნების დაგეგმვის ნატო-ს პრინციპებს.

მსგავსი