თურქეთი ემატება იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორი „პისიარ“-ტესტის ნეგატიური პასუხით საქართველოში შემოსვლას შეძლებს
თურქეთი ემატება იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ვიზიტორი „პისიარ“-ტესტის ნეგატიური პასუხით საქართველოში შემოსვლას შეძლებს

ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც „პისიარ“-ტესტით საქართველოში შემოდის ვიზიტორი, თურქეთის რესპუბლიკა ემატება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

„ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც „პისიარ“-ტესტით შემოდის ვიზიტორი, ემატება თურქეთის რესპუბლიკა, ჩვენი დიდი მეზობელი, და აქედანაც ველოდებით ვიზიტორებს უფრო გამარტივებული წესებით. ანუ „პისიარ“-ტესტის ნეგატიური პასუხით და მესამე დღეს უკვე ჩვენს ქვეყანაში „პისიარ“-ტესტის ჩატარებით. ეს არის კარგი, დამაიმედებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურიზმისთვის, რადგან ყოველთვის ტურისტების წყარო იყო ჩვენი მეზობელი ქვეყანა და ასევე, საკმაოდ ბევრი ბიზნესვიზიტორი გვსტუმრობს თურქეთიდან“, – აღნიშნა თურნავამ.