თურქეთი და რუსეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ერთობლივ პატრულირებას პირველ ნოემბერს დაიწყებენ
თურქეთი და რუსეთი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ერთობლივ პატრულირებას პირველ ნოემბერს დაიწყებენ. ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთობლივი პატრულირება თურქეთთან არსებული საზღვრიდან სამხრეთით, 7 კილომეტრის სიღრმეში განხორციელდება.
ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ე.წ. უსაფრთხო ზონისთვის განკუთვნილი ტერიტორია ქურთ მებრძოლებს ბოლომდე ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ. მისი თქმით, ე.წ. უსაფრთხო ზონა თურქეთ-სირიის საზღვრიდან სირიაში 30 კილომეტრის სიღრმეში გავრცელდება. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროების შემთვევაში თურქეთი სირიის ჩრდილოეთში ე.წ. უსაფრთხო ზონას გაზრდის.