თურქეთი და აშშ უახლოეს მომავალში სირიის ჩრდილოეთით, მანბიჯის რაიონში ერთობლივ პატრულირებას დაიწყებენ. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა.
თურქეთი და აშშ მანბიჯიში პატრულირებას დამოუკიდებლად ახორციელებდნენ, მიმდინარე წლის ივნისში შემდგარი შეთანხმებით კი, მხარეები ერთობლივ პატრულირებაზე გადავლენ მას შემდეგ, რაც საწვრთნელი პროგრამა დასრულდება .