თურქეთი ავიამიმოსვლას კიდევ 46 ქვეყანასთან წყვეტს
თურქეთი ავიამიმოსვლას კიდევ 46 ქვეყანასთან წყვეტს

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, თურქეთი ავიამიმოსვლას კიდევ 46 ქვეყანასთან აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„დღეს 17:00 საათიდან თურქეთი ავიამიმოსვლას კიდევ 46 ქვეყანასთან წყვეტს. საერთო ჯამში, ფრენები 68 ქვეყანასთან შეწყდება. ჩამონათვალში მოხვდნენ – კანადა, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, უზბეკეთი, ყაზახეთი, პერუ, პანამა, ლიბანი, იორდანია კოლუმბია, ფილიპინები და სხვები.

თურქეთში ახალი კორონავირუსი 10 მარტს გამოვლინდა. ინფიცირებულთა რიცხვი 21 მარტის მონაცემებით, 670-ს აღწევს. დაიღუპა ცხრა ადამიანი.