ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, თებერვალში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 274.8 პროცენტით გაიზარდა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, თებერვალში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 274.8 პროცენტით გაიზარდა

2022 წლის თებერვალში საქართველოში 151 870 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 274.8 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 78 571 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 72 326, საზღვაო გზით – 414 და სარკინიგზო გზით – 559.

კონკრეტული ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: თურქეთი – 29 606 ვიზიტორი, რუსეთი – 20 876 ვიზიტორი, სომხეთი – 17 366 ვიზიტორი, საქართველო (არარეზიდენტი) – 15 856 ვიზიტორი, ისრაელი – 8 779 ვიზიტორი, უკრაინა – 8 601 ვიზიტორი, აზერბაიჯანი – 7 562 ვიზიტორი, ყაზახეთი – 4 121 ვიზიტორი, ბელარუსი – 3 446 ვიზიტორი, ირანი – 3 272 ვიზიტორი, საუდის არაბეთი – 2 728 ვიზიტორი, უზბეკეთი – 2 723 ვიზიტორი, პოლონეთი – 2 080 ვიზიტორი, ინდოეთი – 2 017 ვიზიტორი, ფილიპინები – 1 716 ვიზიტორი.