ტურისტებისგან თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებულ, კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელსა და ამავე ბარის მიმტანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
ტურისტებისგან თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებულ, კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელსა და ამავე ბარის მიმტანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ტურისტებისგან თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებულ, კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელსა და ამავე ბარის მიმტანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო.

აღნიშნულით მოსამართლემ ბრალდების მხარე შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორები დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ.

ორივე დაკავებულს ბრალი თანხების თაღლითური გზით დაუფლებისთვის და ქურდობის ბრალდებით აქვს წარდგენილი.

გამოძიების ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული კლუბის მფლობელის დავალებით, მომსახურე პერსონალი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განსხვავებულ მენიუს და გაზრდილ ტარიფებს აწესებდა. შედეგად კი, ისინი არარეალურად მაღალ გადასახადს იხდიდნენ. გამოძიების ცნობითვე, ფიქსირდება ეპიზოდი, როდესაც ალკოჰოლური თრობის შემდეგ ჩინელმა ტურისტმა გონება დაკარგა და მისი ანგარიშიდან ამ ბარის ანგარიშზე 15 000 ლარი გადაირიცხა.

დატოვე კომენტარი