ტურისტების იძულების მცდელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ათი თვით პატიმრობა მიესაჯა
ტურისტების იძულების მცდელობისთვის დაკავებულ მამაკაცს ათი თვით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ტობავარჩხილზე ტურისტების იძულების მცდელობისთვის დაკავებულ მამაკაცს 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლე შოთა ბიჭიას გადაწყვეტილებით, ბრალდებული სამ თვეს ციხეში გაატარებს, შვიდ თვეს კი პირობით მსჯავრს მოიხდის 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

ადვოკატ შოთა ჩიქოვანის განცხადებით, ჩხოროწყუს მკვიდრი ორ გერმანელ ტურისტ ქალს დაემგზავრა.

ტობავარჩხილზე მათ მცირე ოდენობით ალკოჰოლური სასმელი მიიღეს. მამაკაცმა ტურისტებს სექსუალური კონტაქტის დამყარება შესთავაზა, გაუპატიურების მცდელობას ადგილი არ ჰქონია.

სამართალდამცველებმა ​ტობავარჩხილის ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული იმ კარავში შეღწევას ცდილობდა, სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები ადგილზე 112-ში შესული შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ. დახმარების თხოვნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თავად ტურისტებმა დარეკეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი ბრალს აღიარებს. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ზუგდიდის სასამართლო დღეს იმსჯელებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულების მცდელობას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი