იტალიის თასის გათამაშებაში დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი. ნახევარფინალის ბოლო საგზური ტურინულ დერბიში “იუვენტუსმა” მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა “ტორინო”.
იტალიის ჩემპიონმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა – მე-15 და 67-ე წუთებზე თავი გამოიჩინეს დუგლას კოშტამ და მარიო მანჯუკიჩმა.
ასე რომ, ცნობილია ორივე ნახევარფინალური წყვილი:
“მილანი”-“ლაციო”
“ატალანტა“-“იუვენტუსი”
ნახევარფინალურ ეტაპზე ორმატჩიანი დაპირისპირებების პირველი მატჩები 31 იანვარს გაიმართება, განმეორებითი – 28 თებერვალს.