ტურინული დერბი „იუვენტუსმა“ მოიგო 
ტურინული დერბი „იუვენტუსმა“ მოიგო 

იტალიის თასის გათამაშებაში დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი. ნახევარფინალის ბოლო საგზური ტურინულ დერბიში “იუვენტუსმა” მოიპოვა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა საკუთარ მოედანზე 2:0 დაამარცხა “ტორინო”.

იტალიის ჩემპიონმა თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა – მე-15 და 67-ე წუთებზე თავი გამოიჩინეს დუგლას კოშტამ და მარიო მანჯუკიჩმა.

ასე რომ, ცნობილია ორივე ნახევარფინალური წყვილი:
“მილანი”-“ლაციო
ატალანტა“-“იუვენტუსი”
ნახევარფინალურ ეტაპზე ორმატჩიანი დაპირისპირებების პირველი მატჩები 31 იანვარს გაიმართება, განმეორებითი – 28 თებერვალს.

დატოვე კომენტარი