ტურინის „იუვენტუსი“ ესპანელი მცველის, სერხიო რამოსის გუნდში დამატებას აქტიურად განიხილავს, – ინფორმაციას გამოცემა Goal-ი ავრცელებს.
„იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო თამაშში ბრაზილიელი ცენტრალური მცველი გლეისონ ბრემერი გამოაკლდა. ფეხბურთელმა მძიმე ტრავმა მიიღო და მიმდინარე სეზონში თამაშს ვეღარ მოახერხებს.
რაც შეეხება სერხიო რამოსს, ლეგენდარული ფეხბურთელი ამ მომენტისთვის თავისუფალი აგენტია, ის ბოლოს „სევილიის“ ღირსებას იცავდა და გუნდი გასული სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.
38 წლის რამოსი კარიერის მანძილზე „სევილიის“ გარდა, მადრიდის „რეალსა“ და პსჟ-ში თამაშობდა. ჩატარებული მატჩების რაოდენობით კი ესპანეთის ნაკრების რეკორდსმენია. მან ოთხჯერ – ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ – ევროპის ჩემპიონატი, ხოლო 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.