ტურ დე ფრანსს უმაყურებლოდ ჩატარება ემუქრება
ტურ დე ფრანსს უმაყურებლოდ ჩატარება ემუქრება

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ველორბოლის ტურ დე ფრანსის ჩატარება მაყურებლების გარეშე იგეგმება. ამის შესახებ გამოაცხადა საფრანგეთის სპორტის მინისტრმა როქსანა მარასინიანუმ.

„ტურ დე ფრანსის ეკონომიური მოდელი ეფუძნება ტელეუფლებებს და არა ბილეთების გაყიდვას. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ადამიანები ტელეტრანსლიაცებს მიანიჭებენ უპირატესობას, ვიდრე რბოლების ცოცხლად ხილვას“, – განაცხადა მინისტრმა გაზეთ „ეკიპთან” კომენტარში.

2020 წელს ტურ დე ფრანსის ჩატარება იგეგმება 27 ივნისიდან 19 ივლისამდე. ჯერჯერობით, ველომარათონის ვადები არ შეუცვლიათ.