თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა იდლიბში სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა იდლიბში სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა პროვინცია იდლიბში სირიის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა“ ავრცელებს.

თურქულ სააგენტო ანადოლუს“ ცნობით, ოპერაცია „გაზაფხულის ფარის“ ფარგლებში, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდო სასწავლო-სამხედრო თვითმფრინავი „ელ-39“, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის არმიას ეკუთვნის.

მომხდარის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.