ტუნისში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ტუნისში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ტუნისში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

ქვეყნის პირველი პოსტისთვის იბრძვიან დამოუკიდებელი კანდიდატი, პროფესორი კაის საიედი და მედიამაგნატი, პარტია „ტუნისის“ გულის ლიდერი ნაბილ კარუი.

აღსანიშნავია, რომ ნაბილ კარუი სულ ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა პატიმრობიდან. მას გადასახადებისგან თავის არიდებაში, ასევე კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ.

თავდაპირველად, საიედისა და კარუის მეორე ტურში გადასვლას არავინ პროგნოზირებდა, თუმცა მოულოდნელად, მოქმედი პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი პირველ ტურშივე დამარცხდნენ. პირველ ტურში კაის საიდმა ხმების 18,4% დააგროვა, ნაბილ კარუიმ კი – 16%.

ტუნისში 7 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ტუნისში ივლისში 92 წლის ალ-ბაჯი გაიდ ას-სებსის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა.

ტუნისის პრეზიდენტს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ.