ტუნისის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა

17:40, 10.05.2019

ტუნისის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. დაღუპულია სულ მცირე 70 ადამიანი.

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მეთევზეებმა 16 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

მიგრანტები ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ. ნავი ტუნისის სანაპირო ქალაქ სფაქსთან ჩაიძირა.

მსგავსი