ტუნისის პრემიერ-მინისტრმა საჯარო სივრცეში ნიქაბის ტარება აკრძალა.
ნიქაბის ტარების აკრძალვის მიზეზად ტუნისის პრემიერმა უსაფრთხოების ზომები დაასახელა. მისი ეს გადწყვეტილება, 3 ივლისს, ტუნისში მომხდარ თავდასხმას მოჰყვა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ტუნისში სამი თავდასხმა მოხდა. სამივე თავდასხმაზე პასუხიმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
ტუნისი შემოდგომაზე არჩევნებისთვის ემზადება, გარდა ამისა ქვეყანაში ტურისტული სეზონი იწყება და მთავრობა დიდი რაოდენობით ტურისტებს ელოდება, შესაბამისად უსაფრთხოების ზომები მკაცრდება.