ტუნისი-ინგლისი - მატჩის ანონსი
ტუნისი-ინგლისი - მატჩის ანონსი

18 ივნისი. ვოლგოგრადი. სტადიონი „ვოლგოგრად-არენა“. დასაწყისი – 22:00 საათი
მსაჯი: ვილმარ როლდანი (კოლუმბია)

ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს ტუნისთან მატჩით იწყებს.

გულშემატკივრებმა და პრესამ ინგლისში უკვე დაარქვეს გარეტ საუტგეიტის გუნდს – “სწორედ ის”. ეს ნიშნავს იმას, რომ ინგლისის ნაკრები თავს აღარ შეირცხვენს და გამარჯვებაზე გამოაცხადებს პრეტენზიას. ინგლისელებს ორმაგი მოტივაცია აქვთ: გუნდი აბსოლუტურად ახალია და ბევრისთვის ეს სადებიუტო ჩეპიონატია. გარდა ამისა, არავის დავიწყებია სირცხვილი ბრაზილიაში, როცა ინგლისმა ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო და ტურნირი ჯგუფური ეტაპიდან დატოვა.

ტუნისი 12-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება მსოფლიოს ჩემპიონატზე. როგორც ჩანს, გუნდი ცუდ ფორმაში არ არის – ტურნირის წინ, ნაბილ მაალულის გუნდმა ორი ფრე ითამაშა ერთნაირი ანგარიშით (2:2) თურქეთთან და პორტუგალიასთან. ბოლო რეპეტიცია კი იყო მინიმალური წაგება ესპანეთთან, თან მატჩის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე გაშვებული გოლით.

ურთიერთშეხვედრები

ინგლისი და ტუნისი ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. 1998 წელს, ინგლისელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 2:0 მოუგეს აფრიკელებს.

საინტერესო ფაქტები

– ინგლისი ზედიზედ 11 მატჩია არ აგებს. ტუნისის წაუგებელი სერია 8 მატჩს ითვლის.
– ტუნისს ხუთჯერ უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატებზე და ჯერ არ ყოფილა პლეი ოფში.
– ინგლისის ბოლო 8 მატჩიდან 7-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.
– ტუნისს მსოფლიოს ჩემპიონატებზე ევროპული გუნდებისთვის არ მოუგია – +0=2-4.
– ინგლისს მსოფლიოს ჩემპიონატებზე აფრიკულ გუნდებთან არ წაუგია – +2=3-0.
– ტუნისი აფრიკაში ყველაზე აგრესიულია ბურთის ართმევის მხრივ. საშუალოდ მატჩში, 43 მცდელობა აქვს, ამასთან, ეფექტურობაც საკმაოდ მაღალია (57 პროცენტი).
– ინგლისს შესარჩევ მატჩებში არც ერთი გოლი არ გაუშვია კონტრშეტევაზე.

რა თქვეს მწვრთნელებმა

ნაბილ მაალული (ტუნისი):

„ჩვენ არაბეთის სამყაროს წარმოვადგენთ. არაბები ჯერ აგებენ. ეს მძიმედ ლოდად გვაწევს. რთული იქნება მოგება, მაგრამ, ასევე რთული იქნება ინგლისისთვისაც. იმედი მაქვს, კარგ ფეხბურთს ვნახავთ”.

გარეტ საუტგეიტი (ინგლისი):

„ჩვენს გულშემატკივრებს სურთ, არა მხოლოდ მოვიგოთ, არამედ კარგი თამაში ვაჩვენოთ და მატჩისგან სიამოვნება მივიღოთ. იგივე მინდა მეც, როგორც მწვრთნელს. თუ ეს ყველაფერი გამოგვივა, ვფიქრობ, შედეგიც იქნება”.

სავარაუდო შემადგენლობები

ტუნისი (4-3-3): ჰასენი – მერია, ბენ იუსიფი, ბრონი, მაალულისჰირი, ბადრი, სასი – ბენ იუსეფი, ჰაზრი, სლიტი.
ინგლისი (4-5-1): პიკფორდი – უოკერი, სტოუნზი, მაგუაირი, ტრიპიერი – ალი, ჰენდერსონი, ლინგარდი, იანგი, სტერლინგი – კეინი.

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!