„ტულუზა“ „ტოპ 14“-ის გამარჯვებული მეოცედ გახდა
„ტულუზა“ „ტოპ 14“-ის გამარჯვებული მეოცედ გახდა

„ტულუზამ“ შთამბეჭდავი სეზონი „კლერმონის“ „ტოპ 14“-ის ფინალში დამარცხებით დააგვირგვინა და საფრანგეთის ჩემპიონი მეოცედ გახდა.

„სტად დე ფრანსზე“ გამართულ შეხვედრას 80,000 მაყურებელი დაესწრო. „ტულუზას“ მხრიდან ორივე ლელო იოან იუჟემ დადო. 14 ქულა გუნდს ტომას რამოსის ზუსტმა დარტყმებმა  მოუტანა.

„კლერმონის“ მხრიდან შოტლანდიელმა გრეგ ლეიდლოუმ ხუთი საჯარიმო შეასრულა უშეცდომოდ, ერთიც კამილ ლოპესის ანგარიშზეა. საბოლოო ჯამში, „ტულუზამ“ ანგარიშით 24:18 გაიმარჯვა.

მატჩის ბოლო წუთებზე ბურთს „კლერმონი“ აკონტროლებდა და მათ გამარჯვებისთვის ერთი გარდასახული ლელოც ეყოფოდათ, თუმცა ტულუზელებმა თავი კარგად დაიცვეს და მორიგი ტიტული დაიმსახურეს.

სეზონის დასკვნით შეხვედრაში ერთადერთმა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. დავით ზირაქაშვილი მოედანზე მატჩის მეორე ნახევარში გამოჩნდა.