ტულსი გაბარდი - მსოფლიო უფრო ახლოსაა ბირთვული განადგურების ზღვართან, ვიდრე ოდესმე, ომის წამქეზებლები პოლიტიკური ელიტიდან აღვივებენ შიშს და დაძაბულობას ბირთვულ სახელმწიფოებს შორის

მსოფლიო როგორც არასდროს, ბირთვული განადგურების ზღვარზეა, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარადმა განაცხადა.

ვიდეომიმართვაში გაბარდი „ომის წამქეზებლებს“ აკრიტიკებს, რომ მსოფლიო როგორც არასდროს, ბირთვული განადგურების ზღვართან მიიყვანეს.

ტულსი გაბარდი დეტალურად აღწერს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ბოლოდროინდელ ვიზიტს, რათა მეტი გაეგო მეორე მსოფლიო ომის დროს, 1945 წელს ქალაქზე აშშ-ის ბირთვული თავდასხმის შედეგების შესახებ.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღევანდელი ბირთვული იარაღი უფრო ძლიერია, ვიდრე აშშ-ის მიერ 1945 წელს გამოყენებული და დღევანდელ ერთ ბირთვულ ბომბს შეუძლია მილიონობით ადამიანის მოკვლა სულ რაღაც წუთებში.

„ეს არის რეალობა, თუ რა დევს სასწორზე, რის წინაშეც ახლა ვდგავართ. დღეს აქ ვდგავართ, ბირთვული განადგურების ზღვარზე უფრო ახლოს, ვიდრე ოდესმე, პოლიტიკური ელიტის ომის წამქეზებლები დაუდევრად აღვივებენ შიშს და დაძაბულობას ბირთვულ სახელმწიფოებს შორის. ჩვენზე, ხალხზეა დამოკიდებული, რომ ხმა ამოვიღოთ და მოვითხოვოთ ამ სიგიჟის დასრულება. ჩვენ უნდა უარვყოთ ბირთვული ომისკენ მიმავალი ეს გზა და ვიმუშაოთ ისეთი სამყაროს შესაქმნელად, სადაც არავის მოუწევს ბირთვული ჰოლოკოსტის შიშით ცხოვრება“, – აღნიშნა ტულსი გაბარდმა.

გაბარდმა ასევე მიანიშნა, რომ გავლენიანი პირები დარწმუნებულები არიან, რომ მათ ექნებათ წვდომა „ბირთვულ თავშესაფრებზე“ და, შესაბამისად, არანაირი შედეგი არ მოჰყვება მათთვის.