ტულსი გაბარდი - მე ამერიკელი ხალხის მხარეს ვარ, არ შევჩერდები სიმართლის გამოაშკარავებისა და ვაშინგტონში მოქმედი „დიფ სთეითის“ აქტორების მხილების პროცესში
ტულსი გაბარდი - მე ამერიკელი ხალხის მხარეს ვარ, არ შევჩერდები სიმართლის გამოაშკარავებისა და ვაშინგტონში მოქმედი „დიფ სთეითის“ აქტორების მხილების პროცესში

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების დირექტორი ტულსი გაბარდი აცხადებს, რომ მედია და „დიფ სთეითი“ თანამდებობაზე მისი დანიშვნის პროცესის ჩაშლას ცდილობდნენ.

გაბარდის თქმით, წამყვანი მედიაგამოცემები ბეჭდავდნენ ზუსტად იმას, რასაც ეუბნებოდნენ, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების დირექტორმა განმარტა, რომ ეს არ იყო ერთჯერადი, წამყვანი მედიაგამოცემები განაგრძობდნენ იმ სიცრუის გავრცელებას, რომელიც აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და მისმა ადმინისტრაციამ შექმნეს.

„მათ უნდოდათ ჩემი შეჩერება. უნდოდათ ჩემი დაბლოკვა, რომ ვერ დამეკავებინა ის პოზიცია, რომელზეც დღეს ვარ. ვფიქრობ, ჩემმა საქმიანობამ წლების განმავლობაში ძალიან ნათლად აჩვენა, რომ მე ამერიკელი ხალხის მხარეს ვარ და არ შევჩერდები სიმართლის გამოაშკარავებისა და ვაშინგტონში მოქმედი „დიფ სთეითის“ აქტორების მხილების პროცესში“,- აღნიშნავს გაბარდი.

ამასთან, ტულსი გაბარდი ამბობს, რომ „წამყვანი მედია გამოცემები მობილიზებული იყვნენ მის წინააღმდეგ, ჟურნალისტები მოულოდნელად აკითხავდნენ ინტერვიუსთვის მისი ოჯახის წევრებს პირად სივრცეში“.