ტულსი გაბარდი - დაზვერვის სფეროში ჯერ კიდევ არსებობს „დიფ სთეითის“ წინააღმდეგობა, გამოჩნდა ინფორმატორი, რომელმაც 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ზოგიერთი კრიტიკული დეტალი მოგვაწოდა
დაზვერვის სფეროში ჯერ კიდევ არსებობს „დიფ სთეითის“ წინააღმდეგობა. გამოჩნდა ინფორმატორი, რომელმაც ზოგიერთი კრიტიკული დეტალი მოგვაწოდა, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა განაცხადა.
გაბარდის თქმით, მის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ მრავალფუნდამენტური მტკიცებულება მოიპოვა იმისა, რაც მოხდა.
როგორც ტულსი გაბარდმა აღნიშნა, ობამას სურდა, ამერიკელი ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ ვლადიმერ პუტინი 2016 წლის არჩევნების დროს პრეზიდენტ ტრამპის სასარგებლოდ მოქმედებდა.
„ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ საკითხის გამოსაძიებლად სპეციალური ჯგუფი შევქმენი. უნდა გითხრათ, რომ ეს მარტივი არ იყო, რადგან დაზვერვის სფეროში ჯერ კიდევ არსებობს „დიფ სთეითის“ წინააღმდეგობა. ბოლოს გამოჩნდა ინფორმატორი, რომელმაც ამ ამბავში ზოგიერთი კრიტიკული დეტალი მოგვაწოდა. ჩვენ შევძელით ამ დოკუმენტების აღმოჩენა და იმ დოკუმენტების პოვნა, რაც ნამდვილად მიუთითებდა იმაზე, რომ პრეზიდენტმა ობამამ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელებს, ჯეიმს კლეპერს და ჯონ ბრენანს 2017 წლის იანვრის დაზვერვის შეფასების შემუშავება დაავალა. ჩემ მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ მოიპოვა მრავალფუნდამენტური მტკიცებულება იმისა, რაც მოხდა. პრეზიდენტმა ობამამ ყალბი ინფორმაციის გამოყენებით შექმნა დასკვნა, მას სურდა, ამერიკელი ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ პუტინი 2016 წლის არჩევნების დროს პრეზიდენტ ტრამპის სასარგებლოდ მოქმედებდა. დაზვერვის საზოგადოებაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, რომ ამ ინფორმაციამ დღის სინათლე იხილოს. მე ვიდექი თეთრი სახლის ბრიფინგის დარბაზში და ვუსმენდი უცნაურ კითხვებს, რომლებიც მედიის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ისმოდა – კითხვებს, რომელთა მიზანი იყო, ყურადღება გადაეტანა და გადაეფარა ის ისტორიული მხილება, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ და რომელმაც კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ამერიკელი ხალხის შესაძლებლობა, ენდონ ჩვენი დემოკრატიული რესპუბლიკის მთლიანობას, პატიოსნებას. ეს ძალიან ჰგავს „დიფ სთეითის“ იმ წარმომადგენლების ქმედებას, რომლებიც ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შეჩერებას ცდილობდნენ. მედიაში გვყავს ადამიანები, რომლებიც თავიდანვე ამ პროცესში იყვნენ თანამონაწილეები. ჯერ კიდევ 2017 წლის იანვრის დასაწყისშივე მათ ხელში აღმოჩნდა ობამას მიერ შექმნილი სადაზვერვო შეფასების ადრეული ვერსიები“, – განაცხადა ტულსი გაბარდმა.