ტულსი გაბარდი – 2025 წლის ომის შემდეგ არანაირი ძალისხმევა არ ყოფილა ირანის მხრიდან ურანის გამდიდრების შესაძლებლობების აღდგენის მიზნით

21:24, 18.03.2026

2025 წლის ომის შემდეგ არანაირი ძალისხმევა არ ყოფილა ირანის მხრიდან ურანის გამდიდრების შესაძლებლობების აღდგენის მიზნით, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ტულსი გაბარდმა აშშ-ის სენატში მიმდინარე მოსმენის დროს განაცხადა.

გაბარდმა გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცება, რომ 2025 წლის ომის დროს ირანის ბირთვული გამდიდრების პროგრამა განადგურდა.

„დოიჩე ველეს“ თანახმად, ეს განმარტება ეწინააღმდეგება აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებას, რომ თავდასხმები აუცილებელი იყო თეირანის მიერ ბირთვული იარაღისა და უფრო შორი მოქმედების რაკეტების მოპოვების რისკის თავიდან ასაცილებლად.

ტულსი გაბარდის განცხადებით, აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების შეფასებით, ირანის რეჟიმი შენარჩუნებულია, მაგრამ დიდწილად დეგრადირებულია ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ შედეგად. ტულსი გაბარდმა თქვა, რომ რეჟიმი თავდასხმებს თუ გადაიტანს, ის დაიწყებს მრავალწლიან ძალისხმევას „რაკეტებისა და დრონების ძალების აღსადგენად“.

მსგავსი