ტუხელი - ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩემს მომავალზე ყველამ რაღაც იცის
ტუხელი - ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩემს მომავალზე ყველამ რაღაც იცის

ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ კლუბში რჩება. ამასთანავე, მან გაიხუმრა იმის თაობაზე, რომ მომავალზე ხშირად ეკითხებიან.

„დღეს მე დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ მომავალ სეზონში კლუბში ვიქნები, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება ერთ დღეში შეიცვალოს. თუ რამე სხვაგვარად მოხდება, გადაწყვეტილებას მე არ მივიღებ“, – ციტირებს ტუხელს „ეკიპი“ (L’Equipe). – „სიმრთლე გითხრათ, ცოტა ვნერვიულობ კიდეც, იმიტომ რომ ყველა ჩემს მომავალზე მეკითხება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩემს მომავალზე ყველამ რაღაც იცის, რაც მე არ ვიცი“.