ტუხელი ინგლისის ნაკრებში მუშაობის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს #1TVSPORT
გერმანელი სპეციალისტი თომას ტუხელი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციასთან ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, – იტყობინება გაზეთი Welt-ი.
ეს თანამდებობა ვაკანტური გახდა ამ ზაფხულს გარეტ საუტგეიტის წასვლის შემდეგ. ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობების შემსრულებელმა, ლი კარსლიმ უკვე განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული მუშაობის გაგრძელებით.
51 წლის ტუხელი უმუშევარია მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში „ბაიერნი“ დატოვა.