ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს რჩევებს აძლევს
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს რჩევებს აძლევს

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს რჩევებს აძლევს.

როგორც ზაზა ავალიანმა აღნიშნა, აუცილებელია ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა თავი შეიკავონ ყველანაირი შეკრებებისგან.

„ჩვენს პაციენტებს, ვისაც მედიკამენტებს ვაძლევთ, ისინი რაღაც პერიოდულობით მოდიან, რომ მედიკამენტები მიიღონ. ჩვენ უკვე მეორე წელია ვიდეომონისტორინგის სისტემაზე გადავედით. პაციენტს ვალდებულება არ აქვს სამედიცინო დაწესებულებას მიაკითხოს. ერთი თვის მარაგი ჩვენ მათთვის მიცემული გვაქვს ან გავცემთ თუ საჭიროება იქნება. მათ წამლით მომარაგება ექნებათ. მაქსიმალურ ხელშეწყობას ვთხოვთ იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შექმნილ ჯგუფებს, რომლებიც სახლში მიტანის სერვისით სარგებლობენ უპირატესობა ამ ტიპის ბენეფიციარებს მიანიჭონ. ყველა საქმის კურსშია, რომ პირველი რიგის ყურადღება სწორედ ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანებს ენიჭებათ. ვინაიდან მათი კორონავირუსით ინფიცირება საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ კორონავირუსი ძალიან დიდი პრობლემებს უქმნის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს. ამ ქრონიკულ დაავადებათა რიცხვს განსაკუთრებით მიაკუთვნებენ იმ დაავადებებს, რომლებიც სასუნთქ სისტემებს აზიანებს. ეს დაავადებაა მათ შორის ტუბერკულოზიც“,- განაცხადა ზაზა ავალიანმა.