თუ ნეიმარი „ალ-ჰილალში“ გადავა, სეზონში 100 მილიონ ევროს გადაუხდიან #1TVSPORT
თუ ნეიმარი „ალ-ჰილალში“ გადავა, სეზონში 100 მილიონ ევროს გადაუხდიან #1TVSPORT

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენისა“ და საუდის არაბეთის კლუბის, „ალ-ჰილალის“ წარმომადგენლებმა ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ცნობილმა სპორტულმა მიმოხილველმა, სანტი აუონამ კი დაწერა, რომ გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში ბრაზილიელი ფორვარდი კოლოსალურ თანხას მიიღებს – წელიწადში 100 მილიონ ევროს.

ნეიმარი პსჟ-ში 2017 წელს „ბარსელონადან“ გადავიდა და ტრანსფერში ფრანგულმა კლუბმა 222 მილიონი ევრო გადაიხადა. ამ პერიოდის განმავლობაში ბრაზილიელმა პარიზული კლუბის შემადგენლობაში 173 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 118 გოლი და 77 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ, „ალ-ჰილალის“ გარდა, ნეიმარის ტრანსფერით „ბარსელონა“ და MLS-ის კლუბები არიან დაინტერესებულები.