თუ მესი თავისუფალი აგენტი გახდება, „ინტერი“ მას 260 მილიონ ევროს შესთავაზებს
მილანური გრანდის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ თუ მესი თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს, მის „ინტერში“ გადმოყვანას წელიწადში 65 მილიონი ევროს საფასურად შეძლებენ, – იუწყება Gazzetta dello Sport.
გამოცემის ინფორმაციით, იტალიური მხარე არგენტინელ სუპერვარსკვლავს სამწლიანი კონტრაქტს და ჯამში 260 მილიონ ევროს შესთავაზებს.
მესის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლის 30 ივნისს იწურება.