თუ მესი თავისუფალი აგენტი გახდება, „ინტერი“ მას 260 მილიონ ევროს შესთავაზებს

18:43, 30.07.2020

მილანური გრანდის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ თუ მესი თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს, მის „ინტერში“ გადმოყვანას წელიწადში 65 მილიონი ევროს საფასურად შეძლებენ, – იუწყება Gazzetta dello Sport.

გამოცემის ინფორმაციით, იტალიური მხარე არგენტინელ სუპერვარსკვლავს სამწლიანი კონტრაქტს და ჯამში 260 მილიონ ევროს შესთავაზებს.

მესის კონტრაქტი „ბარსელონასთან“ 2021 წლის 30 ივნისს იწურება.

მსგავსი