თსუ-ის საიუბილეო კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში - ფოტოამბავი
თსუ-ის საიუბილეო კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში - ფოტოამბავი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებები დღეს გალა კონცერტით დასრულდა.

ღონისძიება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

თსუ-ის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები ხვალაც გაგრძელდება.

უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე წელს „იუნესკოს“ ეგიდით იმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ პარიზში გენერალური კონფერენციის 39-ე სესიაზე მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით მიიღო.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს) დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.

100 წლის იუბილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხვდება როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულება, სადაც ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება და  22 ათასამდე ქართველი და 600-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს.