თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნულმა მუზეუმმა უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა.

სტუმრებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან და განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად ეროვნულ მუზეუმში გამოფენები – „ქვის ხანის საქართველო“, „არქეოლოგიური საგანძური“, „შუა საუკუნეების საგანძური“ დაათვალიერეს.

ამით დასრულდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამდღიანი საიუბილეო ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც მიღებულია გადაწყვეტილება რომ სწორედ უნივერსიტეტის ბაზაზე გაიხსნება ევროპის აკადემიის, ასევე აშშ ქიმიკოსთა ასოციაციის რეგიონალური წარმომადგენლობები.