თსუ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბენფიკასთან სათამაშოდ თურქეთში ჩავიდა #1TVSPORT
საქართველოს ჩემპიონი კალათბურთში – თსუ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალის მატჩისთვის თურქეთში ჩავიდა.
პლეი ოფს თურქეთის ქალაქი ანტალია მასპინძლობს. მეოთხედფინალში თსუ-ს მეტოქე პორტუგალიური „ბენფიკა“ იქნება. მატჩი 25 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
თსუ ანტალიაში სრული შემადგენლობით ჩავიდა და სასტუმროში დაბინავდა. პირველივე დღეს მთავარი მწვრთნელის, ლექსო ლაფანაშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა ანტალიის არენაზე ივარჯიშა.
როგორც მწვრთნელი ამბობს, თსუ სათანადო ფორმაშია და საკმაოდ ძლიერ მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლებს.