ტრირში, სადაც ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, ორი ადამიანი გარდაიცვალა
ტრირში, სადაც ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, ორი ადამიანი გარდაიცვალა

გერმანიის ქალაქ ტრირში, სადაც ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ტრირის პოლიცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებულია ავტომობილის მძღოლი.

პოლიცია კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა მომხდარი გამიზნული ქმედება.