ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ევროპის ჩემპიონატზე ინგლისს ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის“ ფეხბურთელი, ტრენტ-ალექსანდრ არნოლდი ტრავმის გამო, საკუთარი ქვეყნის ეროვნულ გუნდს ევრო 2020-ზე ვერ დაეხმარება, – იუწყება ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი.
სამედიცინო შემოწმების შედეგად გადაწყდა, რომ ფეხბურთელის ტრავმა ხანგრძლივ მკურნალობას საჭიროებს და ის რეაბილიტაციას ლივერპულში გაივლის.
ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა ტრავმა ავსტრიასთან გუშინ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო, რომელშიც ინგლისელებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს – 1:0.
ევრო 2020-ზე ინგლისის ნაკრების ჯგუფში ხორვატია, ჩეხეთი და შოტლანდია არიან.