ტრავმის გამო ალჯამეინ სტერლინგი UFC 307-ზე მონაწილეობას ვერ მიიღებს #1TVSPORT
ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის გამო მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელი ალჯამეინ სტერლინგი UFC 307-ზე მოვსარ ევლოევთან შეხვედრას ჩაეხსნა.
სტერლინგისა და ევლოევის დაპირისპირება ქვემსუბუქ წონაში 7 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო. ამ ღონისძიებაზე ქვემძიმე წონაში საჩემპიონო ქამარს ბრაზილიელი ალექს პერეირაც დაიცავს.
როგორც სტერლინგი ამბობს, თუ ევლოევი თანახმა იქნება, მზადაა, ბრძოლა დეკემბერში გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ ალჯამეინ სტერლინგი სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი იყო და ქამარი შონ ო’მალისთან ბრძოლაში დაკარგა.