ტრავმირებული ხუან ბერნატი მოედანს ნახევარი წლის შემდეგ დაუბრუნდება
ტრავმირებული ხუან ბერნატი მოედანს ნახევარი წლის შემდეგ დაუბრუნდება

„პარი სენ-ჟერმენის“ მეცველმა, ხუან ბერნატმა იმდენად სერიოზული დაზიანება მიიღო, რომ ნახევარი სეზონის გამოტოვება ემუქრება, – იუწყება GFFN.

ბერნატმა ტრავმა საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის გადადებულ მატჩში მიიღო.

პარიზელთა მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი ადასტურებს, რომ 27 წლის ფეხბურთელის მუხლის არეში მიღებული ტრავმა საკმაოდ მძიმეა და ის მოედან დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება.