ტრაპიზონში, ავარიისას მიკროავტობუსში მყოფ 17 პირს პოლიციაში კითხავენ
ტრაპიზონში, ავარიისას მიკროავტობუსში მყოფ 17 პირს პოლიციაში კითხავენ

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული ავთანდილ მიქაცაძე აცხადებს, რომ ტრაპიზონში მომხდარი ავარიის საქმეზე 17 პირს პოლიცია კითხავს.

როგორც მიქაცაძემ პირველ არხს განუცხადა, საკონსულოს სამი ჯგუფი სამ სხვადასხვა ადგილზე იმყოფება.

„ტრაპიზონის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ცოლ-ქმრის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. მათ რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკაა თურქეთში. ასევე, მესამე დაშავებული იმყოფება სახელმწიფო კლინიკაში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ წუთებში, ტრაპიზონის პოლიციაში 17 მოქალაქე აძლევს ჩვენებას. მძღოლი დაკავებულია. თარჯიმანი და სახაზინო ადვოკატი ყავს და მის უფლებებს ვიცავთ. მისი საქმე იმაზეა დამოკიდებული, რა ჩვენებებს მისცემენ მგზავრები“, – აცხადებს კონსული.

თურქეთში, ტრაპიზონში მიკროავტობუსი ქართული სანომრე ნიშნით ავარიაში გამთენიისას მოყვა. ავტომანქანას საქართველოს 21 მოქალაქე, სეზონზე დროებით მომუშავე მუშები გადაჰყავდა.