ტრანსგენდერი ქალის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
ტრანსგენდერი ქალის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი ძალადობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ბ.ო. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 28 იანვარს, გამთენიისას, თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, 1986 წელს დაბადებულმა ბ.ო.-მ დისკრიმინაციული მოტივით, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ.ო.-ს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.