„ტრანსფერმარკტმა“ ყველაზე ძვირად ღირებული ევროპელი ფეხბურთელების ნაკრები შეადგინა #1TVSPORT
Transfermarkt-მა ყველაზე ძვირად ღირებული ევროპელი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
მეკარე – დიეგო კოშტა (45 მილიონი ევრო, პორტუგალია).
მცველები – იოშკო გვარდიოლი (75 მილიონი, ხორვატია), რუბენ დიაში (80 მილიონი, პორტუგალია), უილიამ სალიბა (80 მილიონი, საფრანგეთი), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (70 მილიონი, ინგლისი).
ნახევარმცველები – დეკლან რაისი (110 მილიონი, ინგლისი), ჯუდ ბელინგემი (180 მილიონი, ინგლისი), ჯამალ მუსიალა (110 მილიონი, გერმანია).
თავდამსხმელები – კილიან მბაპე (180 მილიონი, საფრანგეთი), ერლინგ ჰალანდი (180 მილიონი, ნორვეგია), ბუკაიო საკა (130 მილიონი, ინგლისი).
აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნების სიმბოლურ თერთმეტეულში ყველაზე მეტი ფეხბურთელი (4) ინგლისს ჰყავს.