„ტრანსფერმარკტი“ - ულად-ომარ იმრანი „დინამო თბილისიდან“ ისრაელში გადავიდა #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ მაროკოელი თავდამსხმელი, ულად-ომარ იმრანი კარიერას ისრაელში, ბეერ შევას „ჰაპოელში“ გააგრძელებს – ინფორმაციას ერთდროულად ორი წყარო ავრცელებს.
„გეო თიმის“ ცნობით, იმრანი „დინამოში“ აღარ ჩამოდის, ვინაიდან ბეერ შევას „ჰაპოელში“ გადასვლის ვარიანტი აქვს. გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ კი მაროკოელი ნახევარმცველის ისრაელში გადასვლა ფაქტად გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ „დინამო“ ზაფხულის შემდეგ დატოვეს ვაგნერ გონსალვეშმა, ჯიმი ტაბიძემ, ლუკა პარკაძემ („ბაიერნში“ ჩაირიცხა და იჯარით ავსტრიულ „ადმირაში“ თამაშობს), გაბრიელ სიგუამ („ბაზელი“, შვეიცარია), ლუკა კუტალაძემ („სამგურალი“) და გიორგი მოისწრაფიშვილმა („ბევერენი“, ბელგია).
„დინამომ“ დაიმატა მეკარე გიორგი ლორია, ნახევარმცველი ლუკა წულუკიძე, თავდამსხმელები ვატო არველაძე, მუსა სანგარე (კოტ დ’ივუარი ), დენის ბუშნია (ხორვატია) და მცველი კიკე ლოპესი (ესპანეთი).